Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის კომუნიკაციის სკოლა
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"თბილისის კომუნიკაციის სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დასახელება თანამდებობაზე.

"თბილისის კომუნიკაციის სკოლაში" ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირულ ადამიანს, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს სკოლის ყოველდღიურ მარკეტინგულ აქტივობებს.

commschool ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და სტუდენტებს სთავაზობს პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და დიზაინის მიმართულებით.

განაკვეთი: სრული | 10:00-19:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, D Block Workspace @ Stamba
ანაზღაურება: ფიქსირებული

პასუხისმგებლობები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება
** მარკეტინგული აქტივობების შემუშავება, დაგეგმვა და მართვა
** პარტნიორებთან მოლაპარაკება და აქტივობების შემუშავება
** კონტენტ სტრატეგიის შედგენა და მართვა
** ედვერთაიზინგის სტრატეგიის შედგენა და მართვა
** საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და მონიტორინგი

მოთხოვნები:

** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა
** ზოგადი განათლება ციფრული ეკოსისტემის მიმართულებით
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** თვითდისციპლინა, დროის მენეჯმენტი და სამუშაო ეთიკა
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** პროფესიული ინგლისურის ცოდნა

თუ ხარ მიზანდასახული და ეძებ ახალ გამოწვევებს გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე: nina@commschool.ge. დანიშნულებაში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - `მარკეტინგის მენეჯერი`. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს: www.commschool.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე