დასახელება:
კურიერი
|
მომწოდებელი:
4Hospitals
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები"
** შეკვეთის დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, ტრავმის საწყობის მენეჯერთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში;
** მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთი კლინიკის მედ-პერსონალთან, შეკვეთის მიტანის კოორდინირებულობის მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება შემოსულ მოთხოვნაზე და სასწრაფო შეკვეთების დროულად მიტანის უზრუნველყოფა;
პასუხისმგებლობები:
** შეკვეთების დროულად მიწოდებაზე
** მიმღები პარტნიორი კლინიკების თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე
** კომპანიის გაყიდვების გუნდთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე, საჭიროების შემთხვევაში
** მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების მაღალი ხარისხით შესრულებაზე
მოთხოვნები:
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge. გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|