დასახელება:
სტაჟირება მიკრო ბიზნესის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
"ტერაბანკის" ზუგდიდის ფილიალში ვეძებთ სტაჟიორს მიკრო ბიზნესის მიმართულებით.
მოდი ჩვენთან, თუ:
** გსურს კარიერის დაწყება და შემდეგ განვითარება საბანკო სფეროში;
** ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა;
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას მიკრო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე;
** ფიქსირებულ ხელფასს და ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვების შედეგების საფუძველზე;
** კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას
სტაჟირების პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქ.N1
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (1 საათი შესვენება); შაბათს 10:00 სთ-დან 14:00სთ-მდე (შესვენების გარეშე)
** ანაზღაურება: დარიცხული 312.5 ლარიდან - 625 ლარამდე (გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად
სტაჟირების პერიოდში შენი მოვალეობა იქნება:
** მიკრო ბიზნესის ბანკირების სამუშაო პროცესზე დაკვირვება;
** მენტორთან ერთად ბიზნეს პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, დამტკიცება;
** მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად მუშაობა, კერძოდ: კლიენტების მოზიდვა, ჯვარედინი გაყიდვები, პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, სესხის გაცემა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | სტაჟიორი მიკრო ბიზნესის მიმართულებით.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|