Робота для біженців з України
საწყობის ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ფარმაცევტი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ვიანი" აცხადებს საწყობის ფარმაცევტის ვაკანსიას თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობების და ფარმაცევტული პროდუქციის მიღება, შემოწმება და განთავსება საწყობში
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი და კონტროლი
** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია და აღრიცხვა
** მედიკამენტების შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა (ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და ა.შ.)
** ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
** დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება
** საწყობის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციის სფეროში
** ფარმაცევტის სამუშაო ლიცენზია
** ფარმაცევტული პროდუქციის ცოდნა
** საწყობის მართვის პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი, 2025

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://vian.health/ka/career/?careerId=1285

"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე