Робота для біженців з України
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"გრინვეი ლოჯისტიკი" არის სრულმასშტაბიანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკის სრულ ციკლს ჩინეთში, ევროპაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. კომპნია დაარსდა 2012 წელს და დღეის მდგომარეობით ფლობს ფილიალს სლოვაკეთში და საწყობს ჩინეთში. მომავალში იგეგმება საწყობების გახსნა ევროპაშიც. გახსნის პროცესშია საწყობი ლილოში, სადაც "გრინვეი ლოჯისტიკი" განახორციელებს ოპერირებას.
ლოგისტიკის ინდუსტრიაში "გრინვეი ლოჯისტიკს" უკავია მოწინავე პოზიცია და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სტანდარტებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს შვილობილი კომპანიისთვის ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მოვალეობები:

** ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
** სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე მიზნებისა და ამოცანების დასახვა, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით;
** ბაზრის პერიოდული ანალიზი, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით;
** საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
** ბიუჯეტირება და ფინანსური მიზნების განსაზღვრა;
** ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა; ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრები, პრეზენტაციები და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებელთა საჭიროებების შეფასება და მათზე მორგებული ახალი შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების, მარკეტინგისა და ოპერაციების გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია;
** განვითარების გეგმის კორექტირება ბაზრის ცვლილებების მიხედვით;
** ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა;
** ბიზნეს პროცესების დეტალური გაწერა და დოკუმენტური სახის მიცემა;
** ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება;
** ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება, მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება და შესაბამისი მითითებების გაცემა;
** განყოფილებებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მათი კოორდინაცია და კონტროლი;
** პროექტის/ბიზნეს პროცესების ვადების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ორგანიზაციული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით;
** გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე, საერთაშორისო გადაზიდვებში;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ბიზნეს პროცესების ასაწყობი პროგრამ (ებ)ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პროფესიულ განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ფოკუსირება;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-მისამართზე: vacancy@gwl.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "გრინწეი ლოგისტიკი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე