Робота для біженців з України
პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი"-ის (ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი,) შვილობილი კომპანია- "თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები" წარმოადგენს კომპანიას, სამედიცინო დიაგნოსტირების სისტემაში. (ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე https://mlt.ge/)

შპს "თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ორშაბათი-პარასკევი-10:00-18:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ესმა ონიანის 10 (დიღომი)
ანაზღაურება: საწყისი 1 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქტის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვა
** ხელშეკრულების/ების გაფორმების უზრუნველყოფა;
** ბაზრის მოკვლევა და ანალიზი;
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შესახებ სიახლეების მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება სამედიცინო/ლაბორატორიული მიმართულებით (სასურველია გაყიდვების კუთხით);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** აქტიური
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე