Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: მეგარონი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "მეგარონი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

სავაჭრო და ბიზნესცენტრი "მეგალაინი", 20 წელია უწყვეტი განვითარების გზას გადის საქართველოს ბაზარზე. ჩვენმა ცენტრმა დააგროვა დიდი გამოცდილება და შექმნა ძლიერი ბრენდი.

ლოკაცია: თბილისი, რ. აგლაძის N15
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00სთ
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შემუშავება;
** ძლიერი და შედეგებზე ორიენტირებული გაყიდვების გუნდის შექმნა;
** გაყიდვების განყოფილების მართვა (დაგეგმვა, კონტროლი, შედეგები);
** გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელების შერჩევისა და მათი შემდგომი განვითარების ორგანიზება;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა;
** გაყიდვების დეპარტამენტის ეფექტიანობის მონიტორინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
** პრიორიტეტი მიენიჭება გამოცდილ კადრს უძრავი ქონების მიმართულებით;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კომერციული დირექტორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე