დასახელება:
მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
ლუკოილ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
კომპანია "ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი როგორც საცალო, ისე კორპორაციულ სეგმენტში. კომპანია ახორციელებს მაღალი ხარისხის საწვავისა და საავტომობილო ზეთების მიწოდებას.
გარემოს დაცვა და უსაფრთხოება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი კომპანიის საქმიანობაში.
ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას: მექანიკოსი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია - მოვალეობები:
** საწვავის გასამართი სადგურების ტექნიკური მონტაჟისა და რემონტის შესრულება;
** ტექნიკური დათვალიერებების წარმოება და შესაბამისი აღრიცხვა;
** ტექნიკური აღჭურვილობის გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების და შრომის დაცვის ნორმების დაცვა;
** უშუალო მენეჯერის მითითებების შესრულება;
** გამართული და კომპანია მიერ დამტკიცებული ინსტრუმენტების გამოყენება;
** სამუშაო პროცესში პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება შესაბამის დარგში;
** ტექნიკური სამუშაოების შესრულების გამოცდილება (სასურველია საწვავის სფეროში);
** შესაბამისი მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ტექნიკური ცოდნა;
** შრომის დაცვის, უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და დისციპლინისადმი მაღალი შეგნება.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ
მისამართზე: hrgeorgia@eu.lukoil.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 999 444
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, რაც დაექვემდებარება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ რეგულაციებს.
|
|
|
|