დასახელება:
ოფისის მართვისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლუკოილ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
კომპანია "ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი როგორც საცალო, ისე კორპორაციულ სეგმენტში. კომპანია ახორციელებს მაღალი ხარისხის საწვავისა და საავტომობილო ზეთების მიწოდებას.
გარემოს დაცვა და უსაფრთხოება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი კომპანიის საქმიანობაში.
ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას: ოფისის მართვისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია - მოვალეობები:
** კომპანიის შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
** საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (ელექტროენერგია, წყალი, გათბობა, ვენტილაცია და სხვ.);
** მიმდინარე და პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი;
** საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური საშუალებებისა და ავეჯის შესყიდვების ორგანიზება და მარაგების კონტროლი;
** ტექნიკური დავალებების მომზადება, მომწოდებლების შერჩევა, კომერციული წინადადებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** შესყიდვებისა და ტენდერების ჩატარება შიდა პროცედურების შესაბამისად;
** ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება და ვადების კონტროლი;
** უშუალო თანამშრომელთა კოორდინაცია და მუშაობის კონტროლი (ადმინისტრაციული პერსონალი, მძღოლები, დამლაგებლები, მებაღე);
** ოფისის ინვენტარის, ტექნიკისა და მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული ხასიათის საკითხებზე სწრაფი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში დირექტორის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკურ ან მართვის მიმართულებით);
** ადმინისტრაციულ-სამრეწველო საქმიანობაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შესყიდვების პროცესებისა და ინვენტარის მართვის გამოცდილება;
** საოფისე ტექნიკის, ინფრასტრუქტურისა და ინჟინრული სისტემების მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების, სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი და ორგანიზებულობა.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი მიდგომა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hrgeorgia@eu.lukoil.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 999 444.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, რაც დაექვემდებარება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ რეგულაციებს.
|
|
|
|