Робота для біженців з України
ჩამსხმელი ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამსხმელი ოპერატორი
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

კომპანია სისტემატურად აფართოებს საქმიანობას როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორაციულ ბაზრებზე. "ლუკოილ-ჯორჯია" არა მხოლოდ ხარისხიან საწვავს, არამედ "ლუკოილის" საავტომობილო ზეთებსაც უზრუნველყოფს.

გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება კომპანიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი (ორი ალტერნატიული რეჟიმით):
** ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა (სულ თვეში 10 სამუშაო დღე);
** ან ყოველ მეორე დღეს 12 საათიანი ცვლა.
ანაზღაურება: 700-780 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ფიქსირებული ბონუსები დამატებითი ინფორმაცია: ცვლების მოქნილი გადანაწილება და საცხოვრებელ ადგილთან დაახლოებული ლოკაციაზე დასაქმების ხელშეწყობა

ძირითადი მოვალეობები:

** საწვავის რეალიზაცია ორგანიზაციაში არსებული ფორმით და წესების დაცვით;
** მომხმარებლის მომსახურება არსებული სტანდარტების დაცვით ;
** სალარო ოპერაციების შესრულება და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში.

უნარები და პიროვნული თვისებები:

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** ეფექტური და გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** პუნქტუალურობა;
** სისხარტე და ენერგიულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ
მისამართზე: hrgeorgia@eu.lukoil.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 999 444.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, რაც დაექვემდებარება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ რეგულაციებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე