Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: შერა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "შერა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შერა ჯგუფი არის სასტუმროს პრემიუმ ხარისხის კოსმეტმეტიკისა და ერთჯერადი აქსესუარების დისტრიბუტორი კომპანია.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის ჩატარება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი და წარმატებული ურთიერთობების შენარჩუნება;
** გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაუმჯობესება;

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა (აუცილებელია);
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავების და მართვის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმართვისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები:

ანაზღაურება: 1500 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 106 (ბიზნეს ცენტრი მიონი);

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** ულიმიტო სასაუბრო დროსა და ინტერნეტს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@shera.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე