Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: კონტემპო
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"კონტემპო" არის ახალი ავეჯის, განათების და აქსესუარების შოურუმი თბილისში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივად თანამედროვე, ევროპული ბრენდების პროდუქციას, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერისთვის.

გვჭირდება მოტივირებული, გამოცდილი და პასუხისმგებლიანი კადრი, რომელიც შექმნის გამორჩეულ, პროფესიონალურ კონტენტს ციფრულ არხებზე განსათავსებლად.

პოზიცია: კონტენტ კრეატორი

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეოგრაფიის და მისი ელემენტების ცოდნა
** სტაბილიზატორთან, მიკროფონთან, განათებასთან მუშაობის გამოცდილება
** ვიდეო სამონტაჟო აპლიკაციების/პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - ბმები, ჭრები, ხმები, ვიზუალური ელემენტები, ფერების პალიტრა - LUT-ები,
** მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კრეატიულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიტიკული აზროვნების უნარი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** Meta პლატფორმებზე განსათავსებელი რილსების დაგეგმვა, გადაღება და დამონტაჟება - თვეში 4
** ტიკტოკ კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და დამონტაჟება - თვეში 12-15
** კონკურენტების მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება
** ციფრული ტენდენციების მუდმივი კონტროლი და შესაბამისი რეაგირება

სამუშაო გრაფიკი - არასრული, ჰიბრიდული

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო - info@contempo.ge - ზე 15 ივნისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე