Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 ;
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, მინდელის #3 ;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა სამშენებლო კომპანიისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობა და შედეგების ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული პროექტების მონიტორინგი, ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება/დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება;
** შესრულებული სამუშაოების ნუსხის (ფორმა 2-ების) მიღება და ინსპექტირება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დამატებითი სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** ფასების მოძიება და გადამოწმება აქტუალური ფასების დასადგენად დაგეგმილი მშენებლობის სავარაუდო ხარჯების დასათვლელად;
** პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის საჭირო მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, ვენდორებთან, სერვისისა და პროდუქციის მომწოდებლებთან.
** პროექტის ბიუჯეტში მონაწილეობის მიღება, დასრულებული პროექტის ხარჯების ანალიზი და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ; (სასურველია ფინანსური ან ტექნიკური მიმართულებით)
** სასურველია სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (ხარჯთაღმრიცხველად მუშაობა იქნება უპირატესი);
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office + AUTOCAD სასურველია).
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი და პროაქტიულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი, 2025 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე