Робота для біженців з України
მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი
მომწოდებელი: იურიდიული დახმარების სამსახური
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
თანდართული ფაილი: 638084_Attachment_1608468.zip
სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახური" აცხადებს კონკურსს მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის თანამდებობაზე.

ორგანიზაციის შესახებ: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახური შედგება იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისგან, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

კანდიდატმა რეზიუმე და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@legalaid.ge, რეზიუმეში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომელ სამოქმედო ტერიტორიას ირჩევს კანდიდატი. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც მიუთითებენ რამდენიმე მეზობელ სამოქმედო ტერიტორიას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე