Робота для біженців з України
ოჯახის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო
კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბნის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა სამ დღეში ერთხელ

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/ojaxis-eqimi---vazisubnis-poliklinika/471

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე