Робота для біженців з України
დერმატოლოგ-ვენეროლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დერმატოლოგ-ვენეროლოგი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას დერმატო-ვენეროლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილის პოლიკლინიკა

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება და კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა/მართვა
** სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის ყველა ეტაპზე
** სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერების წარმოება, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, ინფორმაციის დაფიქსირება მიმდინარე რეჟიმში დროულად, განსაზღვრულ ვადებში.
** ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში

ვაკანსიის მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი დერმატო-ვენეროლოგიაში
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაცია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/dermato--venerologi/749

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე