Робота для біженців з України
სამშენებლო მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეომარტი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
ვაკანსია მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ნეომარტის" სამშენებლო მაღაზიისათვის.

კომპანია "ნეომარტი"-ის სამშენებლო მაღაზია მდებარეობს ქ. ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსებით და სავაჭრო ობიექტებით მდიდარ უბანში და მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მასალების ფართო არჩევანს. ვეძებთ შრომისმოყვარე მენეჯერს, რომელიც შეძლებს მაღაზიის მართვას და განვითარებას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, აღმაშენებლის #21
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 09:30 - 19:00
ინფორმაცია მაღაზიის შესახებ: სავაჭრო სივრცე 25 კვ/მ, სასაწყობე სივრცე 25 კვ/მ
თანამშრომლების რაოდენობა: 2
ანაზღაურება: 850 ლარი + კონკურენტული ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 1200-1500 ლარი საწყის ეტაპზე)

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
** კომფორტული სავაჭრო გარემოს შექმნა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** საცალო ვაჭრობაში გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მასალების, ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
** სარეალიზაციო პირველადი დოკუმენტაციის გაფორმება;
** გაყიდვების პროგრამაში ასახვა.
** მონაწილეობის მიღება ინვენტარიზაციაში.

გთავაზობთ:

** გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივას, ზრდის და განვითარების
** კონკურენტუნარიან ხელფასს და მზარდ საბონუსე სისტემას, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე;
** შესაძლებლობას გახდეთ ამბიციური სწრაფად მზარდი კომპანიის პროექტის ნაწილი და შეიტანოთ წვლილი მის განვითარებაში.
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

მოთხოვნები:

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია ინგლისური, ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** თავაზიანობა;

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: abuladzedato@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე