Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638064&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბბ ლიზინგი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"ბბ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში საოპერაციო (ანაზღაურებები, საექსპლუატაციო, სამეურნეო, საკანცელარიო და ლიზინგთან დაკავშირებული სხვა) ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
**კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება და საბუთების (ხელშეკრულება, ინვოისი, ზედნადები, ფაქტურა) სისწორის შემოწმება;
** განყოფილების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, დახარისხება, დაარქივება და შენახვა;
** საგადასახადო დეკლარაციების შესავსებად საჭირო ინფორმაციისა და გაანგარიშებების მომზადებაში მონაწილეობა;
**შიდა კონტროლის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა;
** საგადასახადო კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიური სიახლების რეგულარული გაცნობა;
** ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება.

მოთხოვნები:

**უმაღლესი განათლება;
**აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო სფეროში);
** სასურველია კანდიდატს გავლილი ქონდეს საგადასახადო კოდექსის სრული კურსი - ტრენინგი;
**Microsoft Office - ის პროგრამების ცოდნა.

უნარები:

**ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
**გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 13 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია