დასახელება:
რეგიონული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
გერმანული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო არეალი: შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და კვარტალური ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შიდა და გარე რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობაში
** საკვანძო კლიენტებთან მუშაობა კომპანიის პრეპარატების დანერგვის მიზნით
** რეგიონული წარმომადგენლების მუშაობის ეფექტურობის ანალიზი, კორელაციების დადგენა, რისკების იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებების შეთავაზება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ფარმაცევტულ კომპანიაში რეგიონულ მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
** 5 სამედიცინო წარმომადგენლის მართვა;
** ბიზნეს კომუნიკაციის ეთიკა;
** ზოგადი ფსიქოლოგიის საფუძვლები;
** ეფექტური ვიზიტის სტრუქტურის ცოდნა და ტექნიკების ფლობა;
** განმავითარებელი ტექნიკის გამოცდილება (Coaching);
** ორმაგი ვიზიტის ჩატარების გამოცდილება;
** კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის უნარი და გამოცდილება (Constructive Feedback);
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft-ის პაკეტი;
** Office, Outlook, ინტერნეტი მომხმარებლის დონეზე;
** შიდა კონტროლის განხორციელება და მონიტორინგის გამოცდილება;
** რუსული ენის ფლობა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
** კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი;
** მართვის მოწმობა.
უნარები/პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.
კომპანია აპლიკანტს სთავაზობს:
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს;
** კონკურენტულ ხელფასს;
** კვარტალურ ბონუსს;
** სამედიცინო დაზღვევას;
** მობილური ხარჯების ანაზღაურებას.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება (2 ეტაპი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტაზე: Otcrx90@yahoo.com.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონული მენეჯერი - დასავლეთ საქართველოს რეგიონი
საბუთების გამოგზავნა ა.წ. 13 ივნისამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|