დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სითიქომი
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენს შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ პროაქტიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე. თუ ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი, სითიქომი შენ გეძებს!
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო და Facebook არხებით, კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვით
** მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა და დამუშავება
** კომუნიკაციის პროცესში დაბრკოლებების იდენტიფიცირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება მომსახურების შეუფერხებლად გაწევისთვის
სასურველია:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება;
** დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: სამუშაო დრო: 11:00-20:00 მდე, დასვენების დღე: შაბათი & კვირა
** ანაზღაურება 1100 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 250 ლარი)
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://link.citycom.ge/callcenter
გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
|
|
|
|