Робота для біженців з України
საყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

** ვაკე-საბურთალო
** გლდანი-ნაძალადევი
** დიდუბე-ჩუღურეთი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 -18:00 სთ
ანაზღაურება: 1 000 ლარი (დარიცხული თანხა) + სამგზავრო ულიმიტო ბარათი

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილ ვადაში აღრიცხვის კვანძისა და მრიცხველის ჩვენების სურათის გადაღება, ჩვენების პლანშეტში შეყვანა და მონაცემთა ბაზაში გადმოგზავნა;
** გადახდისთვის საჭირო საბუთების წარდგენა დადგენილი ვადებში;
** შემოსული კორესპონდენციაზე დადგენილ ვადებში შესაბამისი რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი/პროფესიული/საშუალო განათლება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის სამუშაო გამოცდილება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge და გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაგვიკავშირდით: 595 256 143

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე