Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N 21, ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი (ყოფილი ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის შენობა);
** გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, დღის ცვლა 09:00-19:00-მდე, ან საღამოს ცვლა 19:00-23:00 საათი;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** უნივერსიტეტის ოთახების, აუდიტორიების, დერეფნების, საპირფარეშოებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება.
** ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი წესით განთავსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთული სამუშაოს მიმართ მდგრადობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე