Робота для біженців з України
რეზერვაციების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს.

სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს.
გამოიყენეთ შანსი და გახდით "ყვარლის ტბის" წარმატებული ისტორიის ნაწილი!

სასტუმრო ყვარლის ტბა ეძებს რეზერვაციების თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს სტუმრებისთვის გამორჩეული მომსახურების მიწოდებაზე და უზრუნველყოფს შეუფერხებელ რეზერვაციების პროცესს.თუ ხარ კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს განვითარება სასტუმრო ინდუსტრიაში — შემოუერთდი ჩვენ გუნდს.

ვაკანსია: რეზერვაციების თანამშრომელი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** თანამშრომლობას დინამიურ და მეგობრულ გუნდთან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო და ელექტრონული ჯავშნების მიღება და დამუშავება;
** სტუმრებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ოთახებზე, ტარიფებზე და მომსახურებაზე;
** რეზერვაციების შეყვანა PMS სისტემაში (მაგ.Fidelio);
** ჯავშნების დადასტურება, ცვლილებების შეტანა და გაუქმების მართვა;
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან სტუმრის მოთხოვნების შესასრულებლად;
** სტუმართა შეკითხვებზე სწრაფი და პროფესიონალური პასუხი.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი დონეზე) — დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office, PMS სისტემები, Fidelioo, Opera);
** ეფექტური კომუნიკაცია და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე