"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
"ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშო ადგილი: გორგილაძის #88, ბათუმი მოლი
მოვალეობები:
** მიღებული კოლექციის დათვლა-დასაწყობება;
** პროდუქციის დახარისხება სამუშაო ინსტრუქციით მითითებული; მახასიათებლების შესაბამისად;
** ტვირთების დაცლა დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
** აუცილებელია საწყობში მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "საწყობის მენეჯერის დამხმარე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
|