Робота для біженців з України
სამეურნეო საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამეურნეო საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: (ფიქსირებული), 1000 ლარი (მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადსა და გადასახდელს;)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოსპიტლის მიერ შესყიდული საქონლის დასაწყობება;
** ჰოსპიტლის მიერ შესყიდული საქონლის შესაბამისი ერთეულებისთვის მიწოდება;
** ჰოსპიტლის მატერიალური ფასეულობების გადატანა საჭიროებისამებრ;
** უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge, სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე