Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ალტიდო
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
აუდიტორული კომპანია შპს "ალტიდო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით შევუდგენთ კომპანიების ჯგუფს, რის მიხედვითაც განისაზღვრება მისი ანაზღაურება!

საჭიროებისამებრ, მთავარ ბუღალტერს ეყოლება დამხმარე ბუღალტერიც!

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური გატარებების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში
** პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი
** ყოველთვიური და ყოველწლიური წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა
** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
** საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცოდნა
** აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცოდნა
** "Oris ბუღალტერიაში", "FINA"-ში ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და სწრაფი

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: gkavelashvili@altido.ge, nmukhiashvili@altido.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე