Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის ზედამხედველი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის ზედამხედველის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი` - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტის სრული დაფინანსება
** + 5 day off
** მეგობრულ სამუშაო გარემო- გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** სექტორულად მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი - თბილისი, ორთაჭალა, გულიას 1.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა;
** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული მონიტორინგი;
** შესასრულებელი სამუშაოების: გეგმების, ნახაზების და პროექტების შესწავლა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დროული ანგარიშგება/გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ ;
** სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალური აზომვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება დადგენილი პერიოდულობით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია სამუშაოთა მწარმოებლის, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის/გაანალიზების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პუნქტუალურობა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით;

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ზედამხედველი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე