დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი` - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტის სრული დაფინანსება
** + 5 day off
** მეგობრულ სამუშაო გარემო- გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** სექტორულად მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N29.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** მასალების შესყიდვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
** RS-ში მუშაობის გამოცდილება და მოწოდებული მასალის კონტროლი;
** ფასთა კვლევაში მონაწილეობის მიღება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ტრანსპორტირების პროცესის კოორდინირება;
** პროდუქციის ანალიზი, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის იდენტიფიცირება;
** დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სამშენებლო სექტორში შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პუნქტუალურობა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|