Робота для біженців з України
მთავარი იურისტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
** FitPass ბარათს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მთავარი იურისტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა - შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტაციის მართვა;
** იურიდიული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, შიდა რეგულაციები, განცხადებები და სხვ.) მომზადებასა და გადამოწმებაში დახმარება;
** სამართლებრივი საკითხების კვლევა და მასალების აგროვება;
** სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში;
** დოკუმენტების ელექტრონული და ფიზიკური არქივის წარმოება;
** კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან იურიდიული საკითხების გამართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში (სასურველია სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით).

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 30 ივნისამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი იურისტის ასისტენტი.

სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე