Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
** FitPass ბარათს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საკითხები და სხვა;
** სადაზღვევო, მომსახურების და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადება/ვიზირება;
** სადაზღვევო კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (წერილები განცხადებები და სხვა) წარმოება;
** შრომითი ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** სასარჩელო მოთხოვნების შედგენა და კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებსა და აღსრულების ორგანოებში;
** საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
** სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად);
** სადაზღვევო კომპანიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 30 ივნისამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - იურისტი.

სადაზღვევო კომპანია "ევროინსში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე