Робота для біженців з України
რეზერვაციების აღმასრულებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების აღმასრულებელი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აღმასრულებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ჯავშნის პლატფორმებისა და ტურისტული კომპანიების ჯავშნების მომზადება/ჯგუფური ჯავშნების მომზადება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა. მეილზე პასუხის გაცემა;
** პოტენციური კლიენტების სიის წარმოება; მიმდინარე შეთავაზებების გაგზავნა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკების წარმოება;
** ჯავშნების კონტროლი; სტუმრების განთავსების პროცესის კონტროლი.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
** დაკვირვებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/Ev3Ath114g
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე