Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: LITUS CITY
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
დეველოპერული კომპანია "ლიტუს სითი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ბათუმი
** განაკვეთი: სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 მდე;
** დასვენება: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ლიდების (კლიენტების მოთხოვნების) დამუშავება და მათზე დროული რეაგირება
** ბინების შერჩევა კომპანიის ბაზიდან და პერსონალიზებული შეთავაზებების მომზადება
** ბინების ჩვენება როგორც ოფისში, ისე ობიექტზე გასვლით
** მუშაობა Bitrix24 CRM სისტემაში — პროცესის ეტაპობრივი მართვა, სტატუსების განახლება, დეტალური ჩანაწერები
** კლიენტების პროფესიული კონსულტირება და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა - პირველადი კონტაქტიდან საბოლოო შეთანხმებამდე
** გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და საერთო გაყიდვების მიზნების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვებში;
** სასურველია CRM სისტემაში (Bitrix24) მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის მაღალი უნარ-ჩვევები და დამარწმუნებელი პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ქართულ და რუსულ ენაზე გამართულად მეტყველება და წერითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** Microsoft Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, Outlook).

უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** კლიენტზე მორგებულობა.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური, მზარდი დეველოპერული კომპანიის ნაწილი გახდები
** კომფორტული სამუშაო გარემო ოფისში
** ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებიდან ბონუსი
** პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის შესაძლებლობები
** გუნდური მხარდაჭერა და წარმატებაზე ორიენტირებული გარემო
** 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info@lituscity.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე