Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: NOMOS GEORGIA
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
იურიდიული კომპანია "Nomos Georgia" ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ უძრავი ქონების აგენტს, რომელიც იმუშავებს დამოუკიდებელი კონტრაქტორის სტატუსით.

თუ გაქვს გამოცდილება გაყიდვებსა და ქირავნობის სფეროში და გინდა იმუშაო თავისუფალ რეჟიმში — ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების ქირავნობისა და ყიდვა/გაყიდვების მართვა;
** კლიენტებთან მუშაობა და გარიგებების სრულად წარმართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ბაზრის ანალიზი და პოტენციური კლიენტების მოძიება;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აქტიური, პასუხისმგებლობიანი და კომუნიკაბელური;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

რას გთავაზობთ:

** საკომისიოზე დაფუძნებული ანაზღაურება;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი და გარემო;
** უზრუნველყოფა ოფისით და გუნდის მხარდაჭერა;

მდებარეობა: თბილისი, არჩილ ცაგარლის ქუჩა №70

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი მეილზე: info@nomosgeorgia.com (subject: ვაკანსია - უძრავი ქონების აგენტი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე