დასახელება:
ელექტრომემონტაჟეები
|
მომწოდებელი:
დ.დ. ინჟინერია
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
შპს "დ.დ. ინჟინერია" იწვევს სამუშაოდ ელექტრომემონტაჟეებს.
ჩვენ საამქროში იწყობა ელგამანაწილებელი კარადები, ელძრავის მართვის კარადები, რეაქტიული სიმძლავრის საკომპენსაციო კარადები, ავტომატიზაციის კარადები.
შრომის პირობები:
** მუშაობის გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით. 9:00-დან 17:00-მდე;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა;
** საცდელი ვადა: 3 თვე:
** ხელფასი: 1000-2000 ლარი (გასაუბრების შედეგიდან გამომდინარე);
** მეგობრული და ინტერნაციონალური კოლექტივი. პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობა;
** ოფიციალური სამუშაო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის შესაძლებლობა;
ვაკანსია: ელექტრომემონტაჟე
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (სასურველია ენერგეტიკის სფეროში);
** ელექტრომემონტაჟეებთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ვალდებულებები:
** ელექტრო კარადების აწყობა;
** საზეინკლო და სამონტაჟო სამუშაოები;
** მზა პროდუქციის ტესტირება;
** ობიექტებზე სამონტაჟოდ გასვლა და მზა კარადების დაერთება.
გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა, ჩვენ განვიხილავთ თქვენ კანდიდატურას.
ჩვენი თანამშრომელი დაგირეკავთ, თუ თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება მოთხოვნებს.
თქვენი რეზიუმეს წარდგენით თქვენ ეთანხმებით რომ შპს "დ.დ. ინჟინერინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "დ.დ.ინჟინერინიის" მონაცემთა ბაზაში 1 წლით.
|
|
|
|