დასახელება:
მძღოლი/ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ტავ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - "ტავ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ოპერატორის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B და C კატეგორია (D კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად)
** შესაბამისი კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სარეჟიმო ტერიტორიაზე კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება;
** საჰაერო ხომალდთან ტექნიკის მიდგომისას და გამოსვლისას, მარშალინგის მეშვეობით ტექნიკის უსაფრთხოდ მიყენებისა და გამოსვლის უზრუნველყოფა;
პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო გრაფიკი - 12 საათიანი ცვლა (დღე/ღამე)
** ჯანმრთელობის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
** კვება ცვლაში ერთხელ
** ტრანსპორტირება/ტრანსპორტირების საფასური
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) მისამართზე: hrge@tav.aero
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
პერსონალური მონაცემების შესახებ შეტყობინება:
შპს TAV Georgia-ში პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია განაცხადების მართვა შესაძლო წინასწარი შერჩევისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. ყველა შეგროვებული პერსონალური მონაცემი გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მიზნით და არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა მესამე მხარეს, განმცხადებლების თანხმობის გარეშე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შენახული იქნება კომპანიის მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.
|
|
|
|