Робота для біженців з України
საუზმის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს). "Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.

სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმისთვის სხვადასხვა ტიპის კერძების მომზადება სასტუმროს სტანდარტებისა და მენიუს შესაბამისად;
** საუზმის სწორ სერვირების უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სისუფთავესა და ორგანიზებულობაზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
** საკვების ტემპერატურის კონტროლი და მისი სწორ პირობებში შენახვის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს მარაგების მართვაში მონაწილეობა;
** სასტუმროს უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, HACCP-ით დადგენილ სტანდარტების დაცვა.

კვალიფიკაცია:

** მზარეულად მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს სფეროში;
** საუზმის სერვისში მონაწილეობის გამოცდილება და სამზარეულოს ძირითადი სამუშაო პროცესების ცოდნა;
** სამზარეულოს აღჭურვილობისა და საბაზისო კულინარიული ტექნიკის ფლობა;
** უნარი სწრაფად და ეფექტიანად იმუშაოს დატვირთულ გარემოში და ერთდროულად გაუმკლავდეს რამდენიმე დავალებას
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town" მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე