დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
უძრავი ქონების კომპანია Best House
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
უძრავი ქონების კომპანია "Best House" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
უძრავი ქონების კომპანია "Best House" არის საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის წევრი 2024 წლიდან, ორიენტირებულია განვითარებაზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ბინების, სახლების, კომერციულ ფართების და მიწის ნაკვეთების ყიდვა - გაყიდვა - გაქირავების მიმართულებით.
პირობები:
** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე.
** კვირის დღეებიდან ერთი დღე დასვენება ამორჩევით - კვირა დასვენება.
** ანაზღაურება: გამომუშავებით,
** ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთელი ვახტანგ ბაგრატიონის 51
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა-რეგისტრაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო ინტერნეტს და სასაუბრო პაკეტს;
** თვის წამახალისებელ ვაუჩერულ სისტემას ბონუსის სახით;
** მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს;
** წამახალისებელ ღონისძიებებს, ტურები როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ტექნიკები, კონფლიქტების მოგვარება, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.
საბონუსე სისტემა (ყოველ მომდევნო თვეს განახლებული მიზნები)
** 5000₾ - 55% + 3/3 ვიპ განცხადება 2-ვე პლატფორმაზე.
** 12000₾ - 60% + 5/5 ვიპ განცხადება 2-ვე პლატფორმაზე.
** 18000₾ - 65% + 5/5 ვიპ განცხადება 2-ვე პლატფორმაზე.
** 22000₾ - 65% + 5/5 ვიპ განცხადება 2-ვე პლატფორმაზე + Iphone 16 Pro Max 1TB
** 26000₾ - 65% + 7/7 ვიპ განცხადება 2-ვე პლატფორმაზე + Macbook~
** 35000₾ - 65% + 10/10 ვიპ განცხადება 2-ვე პლატფორმაზე + ნავაჭრის ეკვივალენტი მანქანა.
** ასევე წელში 2-3 კორპორატიული
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@gbgeoagency.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "რეალტორის პოზიცია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 579-27-34-05
|
|
|
|