დასახელება:
სასაწყობე ტექნიკის სერვისის კოორდინატორი/ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ტექნიკის სერვისის კოორდინატორი/ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: 9:00-18:00
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე
სამუშაო ლოკაცია: ლილო, დავით კობახიძის ქ.# 33/ ივანე იუმაშევის ქუჩა N14
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასაწყობე ტექნიკის, ელექტრო დამტვირთველების, საპალეტე ელექტრო ურიკების და შტაბელერების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი. (Type of Vehicles: Ride-on Pallet Truck, Electric Stacker, Reach Truck, Order Picker and other)
** ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და შესრულება (მათ შორის პერიოდული შემოწმება, დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება).
** სერვისული ჩანაწერების წარმოება და ტექნიკის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** გარე ტექნიკური მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია, ვიზიტების დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.
** ტექნიკის გაუმართაობის პირველადი დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების აღმოფხვრა.
** ტექნიკის აღწერის დოკუმენტაციის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება საინჟინრო ან მანქანათმშენებლობის მიმართულება);
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა საბაზისო დონეზე ტექნიკური ფაილების გასაცნობად.
** სასურველია Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (Word/Excel) საბაზისო დონეზე.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა ; კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
** ფოტოსურათი 3X4 1ც.
** პირადობის მოწმობის ასლი
** დიპლომის ასლი
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 23.06.2025
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|