დასახელება:
სუ შეფი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Glarros OldTown
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს). "Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.
სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაწილეობა მენიუს დაგეგმვასა და განახლებაში, ახალი რეცეპტების შექმნაში;
** სამზარეულოს გუნდის მართვა;
** ხარისხის კონტროლი - საკვების პრეზენტაციისა და გემოვნური სტანდარტების დაცვა;
** სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
** HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სასაქონლო მარაგების ეფექტური მონიტორინგი, მართვა და შესასყიდი პროდუქციის რაოდენობის სწორად განსაზღვრა
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება, მარაგების კონტროლი;
** ჩამოწერების და კალკულაციების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება კულინარიის განხრით (ჩაითვლება უპირატესობად);
** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, მართვის/ლიდერობის უნარი, პრობლემების გადაჭრის უნარი, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე - e.machavariani@glarros.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town"-მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|