Робота для біженців з України
მენეჯერი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Best Market
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
მაღაზიათა ქსელი "ბესთ მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის მუშაობის კოორდინირება;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმება;
** დარბაზში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების განხორციელება;
** პროდუქტის მიღება-ჩაბარება;
** საწყობში და დარბაზში არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** მაღაზიის პრომო აქციების დაგეგმვა და განხორციელება;
** უსაფრთხოების სისტემის (კამერები) მუდმივი მონიტორინგი, დარღვევების გამოვლენა და სწრაფი რეაგირება;
** ფულადი სახსრების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bestmarkt0@gmail.com. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე