Робота для біженців з України
მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
"Ibis Tbilisi Airport" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და კრეატიულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება როგორც სასტუმროს, ასევე მის ტერიტორიაზე არსებული რესტორნის პოპულარიზაციის სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული (ადგილზე ვიზიტი კვირაში 2-ჯერ)

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროსა და რესტორნის სოციალური მედია პლატფორმების (Instagram, TikTok და სხვ.) მართვა;
** კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება, მასალების დაგეგმვა, შექმნა და განთავსება;
** ვიზუალური კონტენტის (მათ შორის, Instagram/TikTok რილების) გადაღება და მარტივი მონტაჟი;
** ინფლუენსერებთან და მედიაპარტნიორებთან თანამშრომლობის ორგანიზება და კოორდინაცია;
** საზოგადოებრივ და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება და ახალი ინიციატივების ინიცირება;
** ბრენდის იმიჯის გაძლიერება საზოგადოებრივ სივრცეში.

მოთხოვნები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სოციალური მედია არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ბაზისური ცოდნა ფოტო/ვიდეო გადაღებისა და მარტივი მონტაჟის მიმართულებით (განსაკუთრებით რილები/შორტ-ფორმატი);
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;
** კრეატიულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ჰიბრიდული რეჟიმი, ადგილზე ყოფნა საჭირო მხოლოდ კვირაში 2 დღე;
** პროფესიონალურ გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას;
** ინოვაციურ იდეებზე მუშაობის თავისუფლებას და მხარდაჭერას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: madona.megrelishvili@accor.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10.06.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე