დასახელება:
მოწვევა ფასთა კოტირებაში მონაწილეობაზე
|
მომწოდებელი:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 03 ივნისი
|
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" (სწჯს) აცხადებს ფასთა კოტირებას: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც ბერკეტი მდგრადი კვების სისტემის ხელშეწყობისთვის საქართველოში-სურსათის ბანკი, პროექტის შესრულებისათვის გენდერის სპეციალისტის მომსახურების შესყიდვაზე.
პროექტის მიმოხილვა:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაცია People in Need-თან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს "სურსათის ბანკი". პროექტის მიზანია საკვები ნარჩენების შემცირება და მოწყვლადი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სამოქმედო ჯგუფების ჩართულობით.
პროექტი უზრუნველყოფს დაბალი რისკის შემცველი, არამალფუჭებადი საკვების გადანაწილებას 1000 ბენეფიციარზე. გარდა ამისა, საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით, იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კვებისა და სურსათის უსაფრთხოების შესახებ.
გენდერული ასპექტების გათვალისწინება პროექტის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ქალებს საკვების შერჩევასა და ოჯახში განაწილებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ, თუმცა ხშირად ისინი თავად არიან სურსათით დაუცველები. კვლევების მიხედვით, სურსათის დაუცველობა ქალებს უფრო მძიმედ ეხებათ, რაც განპირობებულია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და კულტურული ბარიერებით.
გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის გარეშე საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირება ვერ იქნება ეფექტიანი. პროექტი გულისხმობს გენდერული ნორმების გადახედვას, ქალების ინფორმირებასა და მათთვის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას, რაც საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესების წინაპირობაა როგორც ქალებისთვის, ისე მთლიანი თემისთვის.
სამუშაოს მოცულობა:
PIN-ისა და GRCS-ის (საქართველოს წითელი ჯვრის) თანამშრომლები ჩაატარებენ დოკუმენტურ კვლევას და კონსულტაციებს თავიანთ ორგანიზაციებში გლობალურ დონეზე, რათა შეისწავლონ წარმატებული მიდგომები და გაკვეთილები, რომელიც შეიძლება ადაპტირდეს და გამოიყენოს სურსათით დაუცველი პირების იდენტიფიცირებასა და მხარდაჭერაში. ამ პროცესს მოჰყვება სემინარი წყალტუბოში, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ PIN და GRCS.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალური სოციალური მუშაკები, SSA-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი CSA-ები (მათ შორის LAG-ი - ადგილობრივი მოქმედი ჯგუფი) და თემის ლიდერები. სემინარზე განხილული იქნება გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკების ადაპტაცია ადგილობრივი კონტექსტისთვის. მიღებული შედეგები და გენდერული ანალიზის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები გახდება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემადგენელი ნაწილი.
ცოდნის გაზიარების სამუშაო სემინარები
** შეიმუშაოს პროგრამა და გაუძღვეს ორ სემინარს წყალტუბოში, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების (CSA-ების) და თემის ლიდერების ჩართულობით, შემდეგი მიზნებით:
** GESI ანალიზის ძირითადი მიგნებების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების ვერიფიკაცია და მათი ადაპტირება ადგილობრივი კონტექსტისთვის;
** კონკრეტული, პრაქტიკულად განსახორციელებელი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც პროექტის ოპერაციულ ჩარჩოში შეიძლება ინტეგრირდეს;
** აქტიურად ითანამშრომლოს სურსათის ბანკის პროექტის გუნდთან, მათ შორის GRCS-ის ადგილობრივ თანამშრომლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიგნებების პირდაპირი კავშირი მიმდინარე პროექტულ საქმიანობასთან.
ანგარიშგება
მოამზადოს საბოლოო ანგარიში, რომელიც მოიცავს:
კონსულტანტი მოამზადებს საბოლოო ანგარიშს, რომელიც აღწერს GESI ანალიზის მიგნებებს, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება GESI-სადაფუძვლიან მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს დასრულებასა და რეკომენდაციების სურსათის ბანკისა და მისი პარტნიორებისთვის შემუშავებაში.
საჭირო კვალიფიკაცია
გენდერული საკითხების ექსპერტმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მინიმუმ მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია გენდერული კვლევების, სოციალურ მეცნიერებათა, საჯარო პოლიტიკის, განვითარების კვლევების ან შესაბამისი მიმართულების სფეროში;
** არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება გენდერული და ჩართულობის ანალიზში, GESI-სადაფუძვლიან პროგრამებში და ინკლუზიური განვითარების საკითხებზე მუშაობის კუთხით, განსაკუთრებით სურსათით უზრუნველყოფის ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
** დადასტურებული გამოცდილება გენდერულად და ჩართულობაზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიების, სახელმძღვანელოებისა და ინსტრუმენტების შემუშავებაში, განსაკუთრებით სურსათის დეფიციტისა და ჰუმანიტარული ჩარევების კონტექსტში;
** სიღრმისეული ცოდნა გენდერული თანასწორობის ჩარჩოებისა, ინტერსექციული ანალიზისა და გენდერული და ჩართულობის ანალიზის ინსტრუმენტების, ასევე გენდერული და ჩართულობის ინტეგრაციის ტექნიკების შესახებ;
** უნარი ინტერსექციული ანალიზის გამოყენებისა ისეთი გადაკვეთილი ფაქტორების შეფასებისთვის, როგორიცაა სქესი, ასაკი, შშმ სტატუსი, ეთნიკური კუთვნილება, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და იძულებითი გადაადგილება, რომლებიც ახდენენ გავლენას მოწყვლადობაზე, რესურსებზე წვდომასა და გამკლავების მექანიზმებზე სურსათის უსაფრთხოების კონტექსტში;
** სიღრმისეული ცოდნა საქართველოს სოციალურ-კულტურული კონტექსტის, განსაკუთრებით სურსათის უსაფრთხოებაში გენდერული დინამიკის, სიღარიბისა და სერვისებზე წვდომის შესახებ;
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და ფასილიტაციის უნარები, გამოცდილება სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და მრავალფეროვანი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის კუთხით;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალი დონით ფლობა, მათ შორის ანგარიშების წერისა და ინტერვიუების ჩატარების უნარი.
ტენდერი არ ითვალისწინებს სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთს.
სატენდერო წინადადების ბოლო ვადაა: 2025 წლის 03 ივნისის 18:00 საათი, მისამართზე, ქ. თბილისი, ვაზისუბნის ქ.71, სწჯს-ის სათაო ოფისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სწჯს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზურაბ თუთარაშვილს მობ: 577 230 002.
|
|
|
|