Робота для біженців з України
ინფრასტრუქტურის და ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფრასტრუქტურის და ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ლექსუს თბილისი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.

ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის ლექსუსის გასაოცარ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ ლექსუსის უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.

"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის და ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობის და გარე ტერიტორიის ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით სამუშაოების დაგეგმვა;
** შენობის ექსპლუატაციის ფარგლებში, კომპანიის კონტრაქტორების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კომპანიის ტერიტორიაზე მათი საქმიანობის ზედამხედველობა;
** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** კომპანიის ტერიტორიაზე დროშების, ქვაფენილის, სანიაღვრე ჭების და საგზაო ნიშნების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში სერვისის დაგეგმვა;
** საოფისე ავეჯის და ინვენტარის აწყობა, დაშლა და ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში;
** გენერატორში საწვავის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი შევსება;
** კომპანიის გარე ტერიტორიაზე დაზიანებული სანათების აღდგენა და ნათურების შეცვლა;
** გარე ტერიტორიაზე სისუფთავის და მწვანე საფარის წესრიგის მონიტორინგი;
** მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** კომპანიის ძირითადი საშუალებების და მარაგების პერიოდული მონიტორინგი და მცირე შესყიდვების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან განხორციელებული შეკვეთის ტრანსპორტირება ობიექტებს შორის;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის და დანადგარების მონიტორინგი, დაზიანებების და პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში დეპარტამენტის ინფორმირება;
** საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლების ან კომპანიის წარმომადგენლების ტრანსპორტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მცირე სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია MS Excel საბაზო დონეზე ცოდნა);
** ავტომობილის მართვის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00; შაბათი 10:00-14:00 (ორ კვირაში ერთხელ)
ადგილმდებარეობა: დ. აღმაშენებლის ხეივანი, დიდი დიღომი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lexus-tbilisi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე