დასახელება:
ხარისხის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კონსილიუმ მედულა
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N6გ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
ფუნქციები:
** ხელმძღვანელობასთან ერთად ხარისხის გაუმჯობესების პროგრამების, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება
** მონაცემთა ანალიზი: ჯანდაცვის მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტაცია
** ხარისხის ინდიკატორების მონიტორინგი, ხარვეზების ან გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება
** აკრედიტაციის პროცესში ჩართულობა, ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვის პროცესის მართვა და მონიტორინგი:
1. სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა
2. დეპარტამენტების უფროსებთან და თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სისტემების შემუშავების და პროცესების ეფექტურად დანერგვისთვის
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა
** შიდა აუდიტების პროცესების დაგეგმვა და მონიტორინგი
** ჩართულობა შემთხვევების აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემის შემუშავებაში
** სამედიცინო ხარისხის საკითხებზე თანამშრომლების ტრენინგში აქტიური ჩართულობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
აუცილებელი უნარები:
** ადგილობრივი რეგულაციების და სტანდარტების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** აქტიური მოსმენის უნარი
** გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენთან დაგხვდებათ:
** თანამშრომლის ფასდაკლების ბარათი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 29 ივნისამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის სპეციალისტი".
|
|
|
|