Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
საერთაშორისო გადამზიდველი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდველი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.inex.ge/ka

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კორპორატიული დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმი, ბრძანებები) მომზადება, ცვლილება და განახლება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს პროექტების იურიდიული მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების მომზადება (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე), გაფორმება და რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში, საჭიროების შემთხვევაში. მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. არსებული დავების მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი. სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების, განცხადებებისა და სამართლებრივი შინაარსის წერილების მომზადება და ანალიზი;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შიდა პოლიტიკების განსაზღვრა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საკანონმდებლო ცვლილებებისა და რელევანტური პრაქტიკის მონიტორინგი და იმპლემენტაცია სამუშაო პროცესში;
** სამართლებრივი კვლევების ჩატარება და იურიდიული დასკვნების მომზადება;
** იურიდიული რისკების იდენტიფიცირება, რისკების პრევენციისთვის ან მინიმიზაციისთვის რეკომენდაციების გაცემა;
** სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის მენეჯმენტის ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის საფუძველზე;
** იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხოენოვან ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
** სამოქალაქო, სამეწარმეო, შრომის და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@inex.ge 2025 წლის 29 ივნისამდე. სათაურში მიუთითეთ პოზიცია "იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე