EPAM Campus აცხადებს მიღებას Cloud & DevOps სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს DevOps პრინციპების სიღრმისეულად შესწავლა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობაში.
პროგრამის ფარგლებში გაეცნობით Cloud ინფრასტრუქტურის მართვას IaC მიდგომით, ისწავლით Kubernetes-ის დაყენებასა და კონფიგურაციას, გენერაციული AI ხელსაწყოების გამოყენებას და კონტეინერიზებულ სისტემებში პრობლემების დიაგნოსტირებას.
თუ გსურს ტექნოლოგიური კარიერის დაწყება Cloud & DevOps მიმართულებით, გაეცანით დეტალებს და გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://epa.ms/ge-cloud-jg0625
|