Робота для біженців з України
მარკეტინგის დეპარტამენტში სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტში სტაჟიორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე:

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჰიბრიდული და/ან ნახევარი განაკვეთი;
ანაზღაურება: 500-700₾ (ნეტი)
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში — დასაქმების პერსპექტივა

ძირითადი მოვალეობები:

** საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა მარკეტინგული პროექტების მხარდაჭერა და ორგანიზებაში ჩართულობა;
** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მედიისა და კომუნიკაციის ან მსგავს მიმართულებაზე სწავლა ან ახლახან დასრულებული განათლება;

საქმიანი თვისებები:

** აქტიური და სწავლაზე მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრებს დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელ ფასდაკლებებს პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულებს კომპანიისგან წელიწადში 5-ჯერ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 29 ივნისამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე