Робота для біженців з України
მობილური ჯგუფის თანასწორ-განმანათლებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილური ჯგუფის თანასწორ-განმანათლებელი
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
"World Vision საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მობილური ჯგუფის თანასწორ-განმანათლებლის პოზიციაზე.

გთხოვთ CV-ის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითოთ მეილის სათაურში პოზიციის დასახელება, რომელსაც განიხილავთ.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი; 8 საათიანი სამუშაო დღე
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: ივნისი 2025-დეკემბერი, 2025, რადგან შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო სოციალური რეაბილიტაციის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში და დაფინანსებით.

შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით დაფინანსების გაგრძელების შესაბამისად.

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ერთობლივი "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გადაუდებელი რეაგირების მიმართულების ფარგლებში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომლის მიზანიცაა მოახდინოს ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების იდენტიფიცირება, მათი აღრიცხვა, სხვადასხვა მათთვის საჭირო მომსახურებებთან დაკავშირება და მათი გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში მობილური ჯგუფის წევრები (სახელმწიფო სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, თანასწორ-განმანათლებელი და ადმინისტრაციული მუშაკი) იღებენ ვალდებულებას ყოველ მეოთხე დღეს (მათ შორის არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში) მოახდინონ რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ზარებსა და ბავშვებთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებზე.

პოზიციის მიზანი და ძირითადი პასუხისმგებლობები:

პოზიციის მიზანია: გაუწიოს დახმარება მობილური ჯგუფების სხვა წევრებს მიუსაფარი, ქუჩასთან დაკავშირებული, რისკის ქვეშ მყოფი და მოწყვლადი ბავშვების მოძიების, მათი ძალადობრივი სიტუაციიდან გამოყვანის, უსაფრთხო გარემოში გადაყვანისა და მათთან კომუნიკაციის დამყარების პროცესში. ასევე, გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ოთხ დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო შეასრულოს და შესაბამისი რეაგირება განახორციელოს მიღებულ შეტყობინებებზე, მოახდინოს ბავშვთა დაცვა სხვადასხვა სახის ძალადობის შემთხვევის შემთხვევებისგან.

როლის მთავარი მიზანია მისი წარსული ქუჩაში ცხოვრების/მუშაობის/სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცილებიდან გამომდინარე მარტივად დაამყაროს კომუნიკაცია და ნდობის მოპოვების პროცესში დაეხმაროს მობილურ ჯგუფს, საკუთარი გამოცილების გაზიარებით, ბავშვები მეტად დააინტერესოს სხვადასხვა სერვისებით და იყოს როლური მოდელი მათთვის. შესაბამისად აუცილებელია ჰქონდეს ქუჩაში ცხოვრების/მუშაობის/სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცდილება და იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში.

** გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განახორციელოს მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** ხელი შეუწყოს მობილური ჯგუფის წევრებს გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბავშვთა დაცვას განმეორებითი ძალადობისგან (ხელახალი ვიქტიმიზაციისგან), ასევე ბავშვთა უსაფრთხო გარემოში განთავსებას;
** იმოქმედოს მობილური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შეთანხმებულად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით;
** ხელი შეუწყოს მობილურ ჯგუფს (თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე) ბენეფიციარებთან პირველადი კომუნიკაციისა და რაპორტის დამყარებაში;
** დაამყაროს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ბავშვებთან და დაეხმაროს ჯგუფის სხვა წევრებს ბავშვებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
** დაეხმაროს მობილური ჯგუფის წევრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მოძიებასა და იდენტიფიცირებაში;
** იმუშაოს მობილური ჯგუფის წევრებთან ერთად ბენეფიციარებთან მათი სერვისებთან დაკავშირების, დამაგრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით;
** მობილური ჯგუფის უფროსი სოციალური მუშაკის მოთხოვნის შემთხვევაში, შეასრულოს არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენლის ფუნქციას სამართალდამცავ ორგანოებში.
** დაიცვას ორგანიზაციის შიდა პოლიტიკები და იმოქმედოს ბავშვთა და ზრდასრულ ბენეფიციართა დაცვის ქცევის პროტოკოლის შესაბამისად
** შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობები კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დავალებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

რადგან თანასწორ განმანათლებელი მობილურ ჯგუფს მიუსაფარ ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარებასა და ნდობის მოპოვებაში ეხმარება და უნდა იყოს როლური მოდელი მათთვის, აუცილებელია მოთხოვნაა ქუჩაში ცხოვრების/ მუშაობის/ სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცდილება, და ამასთანავე, უნდა იყოს ინტერგირებული საზოგადოებაში. ასევე:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
** ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებების და გამოწვევების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** რთული სიტუაციების მშვიდად რეაგირების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი, სადაც განიხილავთ დასაქმებას, მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 12 ივნისი

ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონის შესაბამისად.
"World Vision საქართველოს"მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის - "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
"World Vision საქართველო"არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე