Робота для біженців з України
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ევრონიუს საქართველო
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"ევრონიუს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ქსელის მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა;
** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;
** საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (მედიაკომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამებთან და საბაზისო IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა სასურველია.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ტექნოლოგიების სწრაფად შესწავლისა და ადაპტაციის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: Nino.rukhadze@euronewsgeorgia.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე