დასახელება:
მძღოლი საკუთარი ავტომობილით
|
მომწოდებელი:
York Towers
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და გამოცდილ მძღოლს, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი (SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი 6-7 ადგილიანი). ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, კომფორტული და მზად სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრულ განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირება
** ოფისისთვის შეძენილი ნივთების ან ამანათების საჭიროების შემთხვევაში აღება და მიწოდება
** დოკუმენტაციის დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
** მარშრუტებისა და დროის განრიგის დაცვა
** ავტომობილის რეგულარული დასუფთავება და ტექნიკური მოვლა, მისი სისუფთავისა და გამართულობის შესანარჩუნებლად
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ორიენტაციის უნარი თბილისის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა
** თქვენი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
** SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი (მინ. 6 ადგილიანი)
** მინ. 2015 წლიანი
** აუცილებელია ავტომობილი იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში
დამატებითი ინფორმაცია:
** საწვავის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ავტომობილის მოდელის მიხედვით
** ანაზღაურდება ავტომობილის ცვეთა (ზეთი, ფილტრი, ხუნდები, საბურავები)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ავტომობილის შესახებ ინფორმაცია (მოდელი, წელი, მდგომარეობა) ელფოსტაზე: vacancy@yorktowers.com ან მოგვწეროთ ნომერზე 577 689 460.
|
|
|
|